ჰერჩინსკის განცხადება არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. მან როგორც ჩანს უკეთ იცის საქართველოს ისტორია, ვიდრე ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. მან უკეთესად იცის, რომ 1920-იან წლებში როდესაც რუსეთის პირისპირ, დასავლეთისგან იზოლირებულები, მარტო აღმოვჩნდით, რუსეთმა დაგვიპყრო, რესპრესიები მოგვიწყო და საუკეთესო ქართველები გაგვიწყვიტა. 200 000 ადამიანი მოყვა მაშინ რეპრესიებში.

მან ძალიან კარგად იცის, 90-იან წლებში, როცა ევროკავშირის და ნატოსკენ საერთოდ ლაპარაკიც კი არ იყო და რუსეთის პირისპირ მარტო ვიყავით, [რა მოხდა] – სამოქალაქო ომების ინსპირირება, გენოციდი აფხაზეთში, ომები, სიბნელე, ენერგოკრიზისი, შიმშილი, უბედიურება… ეს ყველაფერი ქართველებმაც კარგად ვიცით და იცის ძალიან კარგად ჰერჩინსკიმ და ყველა ჩვენმა მეგობარმა.

ეს ყველაფერი არ იციან და არ უნდათ რომ იცოდნენ რუსებმა, რასაც განასახირებს ქართული ოცნების რეჟიმი.

იმის მაგივრად, ირანის ელჩს უპასუხონ, რომელიც შიდა არეულობით და ლამის ტერორისტული აქტებით გვემუქრება იმ შემთხვევაში თუ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ისინი პასუხობენ ევროკავშირის ელჩს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ანტიევროპული, ანტიქართული რეჟიმია ქართული ოცნების რეჟიმი და მათ სურთ რეალურად, საქართველო რუსულ ჭაობში დატოვონ, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიზაციის პირობებში, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ისინი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ და ვერ გააგრძელებენ ქართველი ხალხის ძარცვას.

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასა და მასზე ქართული ოცნების რეაქციაზე.