ლეგალური, წარმომადგენლობითი ხარჯია – ადვოკატი “პიჯაკების საქმეზე”

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ექსპრეზიდენტს გამოძიება ედავება პრეზიდენტის წარმომადგენლობით ხარჯებს, რა ტიპის ხარჯებიც სააკაშვილის პრეზიდენტობამდეც გაიწეოდა და მისი პრეზიდენტობის შემდეგაც.

მისივე განმარტებით, ეს აბსოლუტურად ლეგალური ხარჯია.

“ეს საქმე არის პიარზე აწყობილი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ საზოგადოების წინაშე მოვახდინეთ ყველა ხარჯის დემონსტრირება, ვნახეთ, რომ ეს სინამდვილეში არის ლეგალური ხარჯები. ხელისუფლებისთვის ანტიპიარად მუშაობს ეს საქმე.

ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლების ხარჯი და პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებისას ბრონირებული ავტომობილების დაქირავების ხარჯი არ შეიძლება იყოს ლეგალური კონსტიტუციური ბრალდება”,– თქვა ბექა ბასილაიამ.

ამ საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.