” ივერი მელაშვილს განზრახ დაატარებენ, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ბრალდებულ კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. 1 თებერვალს, ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში თავს დაესხნენ. მოქალაქე ბაქარ ადამიამ მას “მოღალატე” უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
“აგერ TV პირველმა კონტექსტიდან ამოიღო, თუმცა იმ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი ისეთი არ თქმულა, ვამბობ, რომ ივერი მელაშვილს განზრახ დაატარებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი ჩნდება, იმისათვის, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს. ამ პროვოკაციას არ უნდა აჰყვეს საზოგადოება.”- ამბობს გია ვოლსკი.