მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის 2 მოწმე გამოიკითხა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, არჩილ ანთაძე. ორივე მზია ამაღლობელის დაკავებასა და შემდგომ პროცესებში მონაწილეობდა.

სხდომაზე პროკურატურის ორივე მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ლოყაზე სიწითლე აღენიშნებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ დარჩიამ დგებუაძის მიერ “განცდილ ტკივილზე” საუბრისას სხდომათა დარბაზში სიცილი ვერ შეიკავა.

მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.

საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით.