რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (RDK) და რუსული ლეგიონი აგრძელებენ ოპერაციას ბელგოროდის მახლობლად – მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ მითი „დაცული და ძლიერი“ რუსეთის შესახებ კიდევ ერთხელ განადგურდა.
ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა გამოაცხადეს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის “განთავისუფლების” გახანგრძლივება. როგორც ლეგიონის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთში ოპერაცია წარმატებით გრძელდება. დამპყრობლები პანიკაში არიან.
- “ლეგიონი და RDK აგრძელებენ ბელგოროდის რეგიონის განთავისუფლებას! რუსეთის არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა პატრიოტ მოხალისეთა ჯგუფს, რომლებმაც იარაღი აიღეს და არ შეეშინდათ ღიად წასულიყვნენ მოსკოვის რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.
მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ მათ მოახერხეს კიდევ ერთხელ გაანადგურონ მითი იმის შესახებ, რომ რუსები უსაფრთხოდ არიან და რუსეთის ფედერაცია ძლიერია. ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია აღმოჩნდა.
- “რუსეთის ფედერაციაში არ არის რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის – ყველა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაიჭრა ან უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად არ არის დაცული. ბელგოროდის რეგიონში პანიკაა, ნაწილობრივ არის ორგანიზებული ევაკუაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპერაცია ბელგოროდის მახლობლად
გუშინ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეების შეიარაღებული რაზმები თავს დაესხნენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „გრეივორონს“ სუმისა და ბელგოროდის რეგიონების საზღვარზე. ამ მოვლენების ფონზე უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ისინი შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს. მათ მოახერხეს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გრაივორონის რეგიონულ ცენტრთან მიახლოება, გზად კი პატარა სოფლების დაკავება.
მას შემდეგ, რაც რუსეთში, ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ, რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ”კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი” გამოაცხადა, რომელიც სპეციალურ ზომებსა და დროებით შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაწყებული ფიზიკური პირების დოკუმენტების შემოწმებით და ორგანიზაციებისთვის მუშაობის უფლების შეჩერებით, რომლებიც ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს იყენებენ. რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.
დიდი ბრიტანეთს დაზვერვის სამსახურის განმარტებით, 2023 წლის 19-დან 22 მაისამდე რუსეთის უშიშროების ძალებსა და პარტიზანს შორის ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან, სულ მცირე, სამ ადგილას მოხდა შეტაკება. ყველაზე დიდი შეტაკება ქალაქ გრეივორონთან მოხდა. რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია განახორციელა და უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.
უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს თუმცა აცხადებს რომ ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს დიდი ინტერესით აკვირდება.