„ახლა, ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა – რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი.[…]ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა რაც ვიცით ისაა, რომ როდესაც ის დასრულდება, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ისტორიის გამეორება. […]ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. […]მოსკოვის გადასაწყვეტი არაა, უკრაინას რისი გაკეთება შეუძლია“,

ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე“ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.