ომბუდსმენის რწმუნებულის თქმით, სააკაშვილს ამჟამად მკურნალი ექიმი არ ჰყავს

სახალხო დამცველის რწმუნებულის, საბა ბრაჭველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე არ ჰყავს მკურნალი ექიმი.

“ამ მომენტისთვის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. წინა მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას და როგორც განგვიმარტეს, ამჟამად სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით”,– ამბობს ბრაჭველი ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, ნინო გოგორიშვილი უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე.