ოცნებამ პიარზე 140 მლნ დახარჯა, მე ჰილარის თხილისა და რედ ბულისთვის მასამართლებენ – სააკაშვილი

” ოცნებამ პიარზე 140 მლნ დახარჯა, მე ჰილარის თხილისა და რედ ბულისთვის მასამართლებენ”- ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევას რომლის მიხედვით, 2013-2020 წლებში  “ქართულმა ოცნებამ” პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

”მე მედავებიან 9 მილიონს, ძირითადად ამერიკის სამი პრეზიდენტის გამასპინძლებისთვის, იმ პიარისთვის, რამაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი 80 ათასიდან 8 მილიონამდე გაზარდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე დასვა. დღეს დადასტურდა, რომ მთავრობამ პიარზე (ძირითადად შიდა პიარზე, ე.ი. მოსახლეობის გასულელებაზე) 140 მილიონი ლარი დახარჯა და ესენი მასამართლებენ მე, ჰილარის თხილისა და “რედ ბულისათვის”.

სხვათაშორის, დააკვირდით 2012 წელს რა იაფი ღირდა ყველაფერი დღევანდელთან შედარებით. სწორედ იმიტომ, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია ინფლაციაში ე.ი. პურის, ხორცის, ზეთის, ყველის, მწვანილის, წამლების ფასების ზრდაში. ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!”- განაცხადა სააკაშვილმა.