პირველი განცხადება, რაც გაკეთდა, იმ აზრზეა მთელი ოპოზიცია – ხაზარაძე პარლამენტში შესვლაზე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები ,,ვარიანტები და ვარაუდებია”, თუმცა ოპოზიცია პირველი განცხადების ერთგულად რჩება.

“ბუნებრივია, ყველა შეხვედრა ემსახურება, ერთ რამეს, რომ გვქონდეს ერთიანი, შეჯერებული პოზიცია. ვფიქრობთ უამრავ სხვადასხვა სცენარზე და იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაშია შექმნილი. ძირითადი საკითხი იყო საარჩევნო და მოლაპარაკებების თემები. არ მოგვისმენია, რომ რომელიმე პარტიას ცალკე პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე დაეფიქსირებინოს აზრი. ეს არის ვარიანტები და ვარაუდები, თუმცა პირველი განცხადება, რაც გაკეთდა სწორედ ამ აზრზეა მთელი ოპოზიცია“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.