ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები – კობახიძე სანქციებზე

“თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები,” – ასე უპასუხა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას,  ელოდება თუ არა სანქციებს.

“ორბანს მადლობა გადავუხადე მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ხალხის და ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში. მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში,” – განაცხადა კობახიძემ.