ბერლინში ლგბტ-აღლუმზე თავდამსხმელზე ძებნა გამოცხადდა. დაღუპულია 1 ადამიანი,16 დაშავდა

spot_imgspot_img

ბერლინში ყოველწლიური გეი-აღლუმი Christopher Street Day (CSD) ვადაზე ადრე დასრულდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილი მსვლელობის მონაწილეებს დაეჯახა.

„გთხოვთ, წადით სახლში, CSD შეწყვეტილია“, — ასეთი განცხადება აღლუმის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელებში შაბათს, 25 ივლისს, ბერლინის დროით დაახლოებით 22:30 საათზე გაავრცელეს.

„სავარაუდოდ, ავტომობილი ტირგარტენის პარკში შევარდა, რამდენიმე ადამიანს დაეჯახა და დაშავდა. დაზარალებულებს პარამედიკოსები დახმარებას უწევენ. მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ინტენსიური ძებნა“, — განაცხადა ნახევარი საათის შემდეგ ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. მაშველების ინფორმაციით, სამი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რვის — მძიმე. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედია: ხალხში თეთრი ფურგონი შევარდა, მძღოლი მიიმალა

მასშტაბური საპოლიციო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა დედაქალაქის ცენტრში, ტირგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღლუმი სრულდებოდა. გაზეთ Bild-ის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით 22:00 საათზე, ლენეშტრასეს ქუჩასთან მოხდა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე გამოჩნდა წარწერა — „ევაკუაცია“.

შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით გაურკვეველია. Bild-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ხალხს დიდი სიჩქარით თეთრი ფურგონი დაეჯახა. მათი თქმით, ავტომობილის მძღოლი ადამიანებს განზრახ ეჯახებოდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. ამის შემდეგ მან მანქანა დატოვა და მიიმალა.

გაზეთ Tagesspiegel-ის ინფორმაციით, სამაშველო და საპოლიციო ვერტმფრენებისთვის მოედანი უშუალოდ ბუნდესტაგის შენობის წინ მოაწყვეს.

მედია: ეჭვმიტანილი შესაძლოა მაჩეტეთი ყოფილიყო შეიარაღებული

ბერლინის პოლიციამ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, ფურგონიდან გაქცეულ პირს ცივი იარაღი ჰქონდა და რამდენიმე ადამიანს ჭრილობები მიაყენა.

„ასე გვიამბეს მოწმეებმა — თითქოს ადგილზე დანით დაჭრილი ადამიანები იმყოფებოდნენ“, — განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.

 მისივე თქმით, ეს ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში მოწმდება. სამართალდამცველები ასევე ადგენენ, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა თუ ჯგუფთან ერთად.

Bild-ი წერს, რომ მას „ბასრი იარაღი“ ჰქონდა, ხოლო გაზეთ B.Z.-ის ინფორმაციით, ის მაჩეტეთი იყო შეიარაღებული.

მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში ლგბტ-აღლუმის მონაწილეებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია 21 წლის აბდულ ბ., რომელსაც ისლამისტურ წრეებთან კავშირი აქვს. გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.

ბერლინში ყოველწლიური ლგბტ-აღლუმის, Christopher Street Day-ის (CSD), მონაწილეებზე თავდასხმის შემდეგ დედაქალაქის პოლიციამ საზოგადოებას სავარაუდო დამნაშავის მოძებნაში დახმარებისკენ მოუწოდა. კვირას, 26 ივლისს, დილით გერმანულმა მედიამ პოლიციის მიმართვა და ძებნილი პირის ფოტო გამოაქვეყნა.

რა არის ცნობილი სავარაუდო დამნაშავის შესახებ

ბერლინის გენერალური პროკურატურისა და კრიმინალური პოლიციის უწყების პრესრელიზის თანახმად, ხალხზე ავტომობილით თავდასხმაში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ეჭვმიტანილია 21 წლის აბდულ ბ. უწყებების ცნობით, მას „ბერლინის ისლამისტურ წრეებთან აქვს კავშირი“.

2026 წლის მაისში ის გათავისუფლდა არასრულწლოვანთა და 21 წლამდე ახალგაზრდა დამნაშავეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

პოლიციის ინფორმაციით, აბდულ ბ. დაახლოებით 190 სანტიმეტრი სიმაღლისაა, აქვს შავი თმა და გამხდარი აღნაგობა. თავდასხმის დროს მას შავი კაპიუშონიანი ზედა და თეთრი შარვალი ეცვა.

პოლიცია ეძებს ადამიანებს, რომლებმაც დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრ ფურგონთან მყოფი მამაკაცი დაინახეს ან იციან, სად შეიძლება იმყოფებოდეს იგი.

სამართალდამცველები მოქალაქეებს აფრთხილებენ: „თუ ეჭვმიტანილს შეხვდებით, დაუყოვნებლივ დარეკეთ 110-ზე. მასთან კონტაქტში ნუ შეხვალთ — შესაძლოა შეიარაღებული იყოს და საფრთხეს წარმოადგენდეს.“

ჯერჯერობით გაურკვეველია, მართავდა თუ არა ავტომობილს ძებნილი პირი. ცარიელი ფურგონი, რომელსაც პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და ამოიღეს.

გამომძიებლები ასევე ადგენენ, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი მარტო, თუ მას თანამზრახველები ჰყავდა.

გერმანიის კანცლერმა თავდასხმა „ამაზრზენ დანაშაულად“ შეაფასა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და სხვა გერმანელმა პოლიტიკოსებმა ბერლინში CSD-ის მონაწილეებზე თავდასხმა მკაცრად დაგმეს.

ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მერცმა მომხდარს „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა. კანცლერი საქმის დეტალებს გაეცნო და გერმანიის უსაფრთხოების უწყებებთან კონტაქტზე იმყოფება.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მერცმა ტრაგედია შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდერ დობრინდტთანაც განიხილა. კანცლერმა და შს მინისტრმა ადგილზე მომუშავე საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ყველა გარემოების დადგენასა და დამნაშავეთა დასჯას განსაკუთრებული სიმტკიცით მოითხოვენ.

თავდასხმის შემდეგ პირველ საათებში მერცს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის მხარდაჭერას ეხებოდა, რომელიც მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. პოსტი 22:36 საათზე, თავდასხმიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოქვეყნდა, რასაც კომენტარებში ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება მოჰყვა.

ბერლინის მერი: ჩვენს თავისუფლებას დარტყმა მიაყენეს

ბერლინის მოქმედმა მერმა კაი ვეგნერმა თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა.

მან მომხდარს „თავდასხმა ჩვენს თავისუფალ და მსოფლიოსთვის ღია საზოგადოებაზე“ უწოდა.

„მშვიდობიანი და ფერადი CSD-აღლუმის შემდეგ, ტოლერანტული და მშვიდობიანი ბერლინის მხარდამჭერთა ჯგუფი უმძიმესი თავდასხმის სამიზნე გახდა“, — განაცხადა ვეგნერმა.

„ბერლინი თავისუფლების ქალაქია და დღეს ჩვენს თავისუფლებას საშინელი დარტყმა მიაყენეს. ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა“, — დასძინა მან.

ვეგნერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია — პოლიცია და უსაფრთხოების უწყებები მომხდარს მაქსიმალური ინტენსივობით გამოიძიებენ.

ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორმა ირის შპრანგერმაც განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კავშირზე იმყოფება.

„ბერლინის მცხოვრებლებისა და ჩვენი ქალაქის სტუმრების უსაფრთხოება ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია“, — აღნიშნა მან და დასძინა, რომ შოკირებულია „საშინელი დანაშაულით“, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი აღლუმის მონაწილეები გახდნენ.

spot_imgspot_img

პოპულარული

აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა. ინფორმაციას,...

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო...

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე...

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია...
spot_img

ყველა ამბავი

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა. თეირანი ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნასა და იმ ზიანისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს,...