გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ უნდა არც კომპრომიტირებული წარსული, წასული ხელისუფლების სახით და არ მოსწონს არც აწმყო „ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს. ამ მხრივ „ლელო“ ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურება,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტიის „ლელოს საქართველოსთვის“ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატად მამუკა ხაზარაძის წარდგენას.
„მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა საინტერესოა იმიტომ, რომ დღეს ძირითადად ბრძოლა მიდის გადაუწყვეტელი ამორჩევლისთვის. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ უნდა არც კომპრომიტირებული წარსული, წასული ხელისუფლების სახით და არ მოსწონს არც აწმყო “ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს. ამ მხრივ „ლელო“ ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურება იმიტომ, რომ ნაკლებად კომპრომიტირებულია. გარდა ამისა, თუ მამუკა ხაზარაძეზე ვისაუბრებთ, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პროცესების მართვაში, კორპორატიული მშენებლობის. შესაბამისად, ის საინტერესო კანდიდატია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.