რას ელოდებით? ღლით? დროზე ჩაიყვანეთ დმანისში პოლიცია – ზურაბ ჯაფარიძე

”რას ელოდებით? ღლით? დროზე ჩაიყვანეთ დმანისში პოლიცია ”- ასე გამოეხმაურა გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს.

”საქართველოს მთავრობა, რას ელოდებით? ღლით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია. მკაცრად დასაჯეთ ყველა, ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა. პ.ს. ‘ეგრე უნდათ მაგ თათრებს’ ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე.”-წერს ზურა ჯაფარიძე.