რუსები გრძნობენ, რომ ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევა შეუჩერებელი იქნება – დენისენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევა ხარკოვის რეგიონში შეუჩერებელი იქნება.

“ვფიქრობ, ჩვენი ეს კონტრშეტევა შეუძლებელია შეჩერდეს და ამას რუსები გრძნობენ. ამიტომ ისინი [ოკუპანტები] ზოგჯერ ქაოტურად უკან იხევენ, აფეთქებენ ხიდებს, რათა შეაჩერონ ჩვენი კონტრშეტევა”, – თქვა დენისენკომ.

მისივე ცნობით, უკრაინის ჯარები ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკვე ახლოს არიან სახელმწიფო საზღვართან.