რუსეთი “არამეგობარი ქვეყნებიდან” შეტანილი სამედიცინო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი კრძალავს არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებული სამედიცინო პროდუქტის ექსპორტს. ამის შესახე განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

TASS-ის ცნობით, საუბარია სამედიცინო პროდუქციაზე, რომლებიც მოწოდებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ ან დააწესეს.

“მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთში სამედიცინო მოწყობილობების დეფიციტს არამეგობრული ქვეყნების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო”,– წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელშიც საქართველო ვერ მოხვდა.