რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრ ჰოსპიტალიდან დაახლოებით 1 საათის წინ გადმოიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანა მივიდა.
ადგილზე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები და ენმ-ის წევრები. ადგილზე ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც რომელიც სააკაშვილთან შესვლას ითხოვს მაგრამ ამ დრომდე არ უშვებენ. გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი გადმოყვანისას სავარაუდოდ გაუწევდა წინააღმდეგობას და მას აინტერესებს როგორ არის ახლა მიხეილ სააკაშვილი, აქვს თუ არა მას რაიმე სახის დაზიანება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება.
სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.