“უსამართლობას, შეურაცხყოფას, სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ. მსოფლიო ბანკმა ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე. კორუფციის პრობლემის დაძლევა მოახერხა მხოლოდ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში და ამაზე გამოაქვეყნეს წიგნი. ჩვენი თანამდებობის პირები დადიოდნენ მთელ მსოფლიოში და ამ წიგნის პრეზენტაციას ახდენდნენ. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში, რათა ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს”

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე.