საკუთარი თავი და ეგზარქოცი შიო მართლა ეკლესია ჰგონია? – გვარამია ჯაღმაიძეზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმიანება ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გვარამიამ “ეკლესიას ომი გამოუცხადა”.

“საპატრიარქოს დაჯღანაიძემ განაცხადა, გუშინელი გადაცემით გვარამიამ ომი გამოუცხადა ეკლესიასო.

ნეტა, ამას საკუთარი თავი და ეგზარქოცი შიო მართლა ეკლესია გონიათ? ეგონოთ. ცოტა ხანი კიდევ ეგონოთ”,– წერს გვარამია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ “გუშინდელი გადაცემით, ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს”.