გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, შეახეთქა კლდეს – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “გუშინდელი გადაცემით, ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს – პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას“,

ის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ეკლესიასთან ბრძოლის ჯგუფს” უწოდებს.

„ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომელთა მოხმობაც გადაცემაში ძალიან უსუსურად სცადეს, ეკლესიის მიმართ შეთქმულება ძალიან კარგად იხატება. ესაა გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „ფორმულაზე“. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი.

გადაცემაში, გოჩა სწორედ საუბრობდა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, საპატრიარქოზე შტურმსა და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე“, – თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იმედთან ინტერვიუში.