დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სლოგანი “დავრჩეთ სახლში” დიდ ქალაქებში უნდა ამოქმედდეს.
“იცით, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებულია, ეს ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი და კაფე-ბარი იკეტება ღამის 10:00 საათზე, ასევე შიდა ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ავამოქმედეთ იქ სლოგანი ხანდაზმებულებისთვის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სასურველია, რომ „დავრჩეთ სახლში“ და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, იმ შეთხვევაში თუ ღია სივრცეში დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, სასურველია პირბადე ვატაროთ.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა