უკრაინელმა ჯარებმა, ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ბახმუტთან რუსი სამხედროების დაცვის ხაზები გაარღვიეს.ამის შესახებ ნათქვმაია, ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
“უკრაინის სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა ბახმუტის ფრონტის დაუდგენელ სექტორებში ორი კილომეტრით დაიხიეს უკან. სირსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის წარმატებამ გამოიწვია პრიგოჟინის პასუხის პროვოცირება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინელმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს და ბახმუტის ტერიტორიის სამი კილომეტრი დაიკავეს,” – წერია ISW-ის ანგარიშში.