“იცით, მე როგორი შთაბეჭდილება მაქვს?! მე რომ ერთ დღეს დავინიშნო რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად, იმ სკოლასთან დაიწყებენ მავანნი აქციებს და არ მოეწონებათ იმ “პასტის” ფერი, რომლითაც მე შევუმოწმებ ჩემს მოსწავლეებს საშინაო დავალებას. იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებთ ქართული კულტურა, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ქართული კულტურისთვის შრომობენ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემთან პოლიტიკური ბრძოლა, ოღონდ იარაღი აქვთ დაჟანგული, ვერ შეარჩიეს სწორი მეთოდი და რამდენი წელია ვხედავთ, რომ შფოთია ამ ყველაფრის გარშემო, მაგრამ წარმატება ვერ დადგა. ამ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც სამინისტროდან სამინისტროში დადიან. ჯერ კულტურის სამინისტროში მოვალ ქალბატონი ხოშტარია, მერე გადაინაცვლებს გომელაურთან, ასე შემოვლაზე არიან. რეალური სასაუბრო მათ, ჩვენდა სამწუხაროდ, არ აქვთ”

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში.