4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირებიდან კიდევ 6 პირს – გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ყველა მათგანს, საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.
აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავო გახადეს.
საპროცესო შეთანხმება 14 პირიდან არ უფორმდება შემდეგ ბრალდებულებს, რომლებმაც ბრალი არ აღიარეს: ზურაბ ჭავჭანიძეს,ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა.
ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.














