„სააკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს და სააკაშვილს აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები, რადგან ასეთი ინფორმაციები თუნდაც ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად თანამშრომლობს სააკაშვილი რუსეთთან”
ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. სააკაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და ის ივანიშვილისთვის “მაშველის რგოლის გადმოგდებად” შეაფასა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილს რუსეთმა მისცა ორი მილიარდი დოლარი, რათა შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა.