მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები რამდენადაც მზად არის ქართული მხარე – რუსეთის საგარეო უწყება

მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები რამდენადაც მზად არის ქართული მხარე- ამის შესახებ,  ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვი ავრცელებს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბიკანტოვმა ეს განცხაება, ბრიფინგზე, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, – განაცხადა ბიკანტოვმა.