ბათუმში, კლინიკაში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ბავშვთა კლინიკაში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მოზარდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები TV პირველთან ამბობენ, რომ ბიჭმა დაზიანება ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო, შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. როგორც ოჯახი აცხადებს, ექსპერტმა მათ განუმარტა, რომ ნარკოზის გაკეთების შემდეგ ხელის გაჭრისას ბიჭს რეაქცია მისცა და გული გაუჩერდა.