“წარმოუდგენელი რამ მოხდა და მესმის ინტერესი, რომელსაც იჩენთ ამ აღმაშფოთებელ ქმედებებზე ჩვენი შეფასების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოართვეს. სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართ დაბლოკილია”
ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მისი რეისისთვის ევროპული ქვეყნების მიერ ცის ჩაკეტვას.
ცნობისთვის, გუშინ 5 ივნისს ლავროვი სერბეთში ვიზიტით უნდა ჩასულიყო თუმცა ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ჩერნოგორიამ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.