“ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. ასეთი რამე არსად მინახავს. შარშან ზუსტად იგივე იყო – დაიწყო აფეთქება საიდან? – ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ის იქნება, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება უფრო ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან წელწად-ნახევარი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით “რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი”
ამბობს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.