აბასთუმანში სამი დღის წინ დაკარგულ 7 ახალგაზრდას ეძებენ

აბასთუმანში მაშველები 7 ახალგაზრდას ეძებენ. ისინი 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც არ გამოჩენილან.

დაკარგულები უკანასკნელად ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.

სამძებრო ოპერაციაში ჩართულია 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. ოპერაციაში ჩართულია დრონებიც.