აბაშაში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში, მდინარეში 12 წლის მოზარდს მდინარეში ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სათევზაოდ იყო წასული, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოზარდის ეძებენ. სამუშაოებში ჩართულია ტექნიკა და დრონი.

12 წლის მოზარდის ოჯახის წევრები სამაშველოს დამატებითი ჯგუფებს და სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებას მოითხოვენ.