აბაშაში 81 წლის კაცი დააყაჩაღეს – მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული გასტაცეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს. ახლობლების ინფორმაციით, შეირაღებული თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და 500 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.