“აგენტების კანონი” უარყოფითად იმოქმედებს საქართველოსთან ურთიერთობაზე – ნორვეგიის საგარეო

“აგენტების კანონი” უარყოფითად იმოქმედებს საქართველოსთან ურთიერთობაზე  – ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. აგენტების კანონს. ამის შესახებ განცხადება Twitter-ზე ვრცელდება.

“შემაშფოთებელია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს „უცხოური აგენტად“ განსაზღვრავს. ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების ვალდებულებები წინააღმდეგ. ეს [კანონპროექტი] უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ დემოკრატიული ინტერესების მიხედვით”. – ნათქვამია განცხადებაში.