“დღეს კიდევ 59 გარდაცვლილია. არ იცრება ხალხი. გვიანი ბრეჟნევის საბჭოთა კავშირში, რაც მე კარგად მახსოვს, ქართული საზოგადოება არ იყო იდეოლოგიზირებული. ახლა მთელი საზოგადოებაა რელიგიურობით გამოთაყვანებული, ყველა ფენა ექიმი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მუშა, გლეხი, მწერალი, ბიზნესმენი, სტუდენტი, ახალგაზრდა, ასაკოვანი და რა ვიცი. ამას არავინ აქცევს ყურადღებას, ხოლო ის ინსტიტუცია, რომელიც ხალხს ათაყვანებს, ეუბნება არ აიცრა, ღმერთი გიშველის, ლოცვა გააძლიერეო. მეორეს მხრივ, ადამიანების აცრის გასაღებიც სამღვდელოების ხელშია, მაგათ შეუძლიათ ეს გამოთაყვანება სიკეთისთვის გამოიყენონ, მაგრამ ამ გამოთაყვანებამ მისი მფლობელებიც გამოათაყვანა და მკვლელებად აქცია. გამოთაყვანებული, მაგრამ შეშინებული ხალხი კი ისევ ილიამეორეს და მამაოებს შესცქერის იმედით. ჩაკეტილი წრეა. ამ ამღვრეულ წყალში კი ხელისუფლება იჭერს თევზებს საარჩევნოდ. ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მთავრობა და ეკლესია თავიანთ ძალაუფლებას აძლიერებენ, რადგან ამ ორ ურჩხულს პასუხს ვერავინ აგებინებს”

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე. დღეს კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 59 ადამიანი, ხოლო ინფიცირების 4743 ახალი შემთხვევა დადასტურდა.