ადამიანის უფლებათა სახლში პიროტექნიკა შეყარეს, ადამიანიც დაშავდა – პატარაია

საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა სახლში მოძალადე ჯგუფებმა პიროტექნიკა შეყარეს.

“ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.
ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს…

სახელმწიფო არ გვაქვს! ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს. აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?”,– წერს პატარაია.

პიროტექნიკით დაშავდა სირცხვილიას ერთ-ერთი აქტივისტი. ვიდეოს აქტივისტები ავრცელებენ: