“ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. ძალიან გამხდარია, დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე, არ ვიცი. მე ასეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება, მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა. მე ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას. თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის, ასე ვერ ვისუსტებ თავს“

თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, დღეს იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტს კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც ის თანხმობას აცხადებს.