ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს – კობახიძე სააკაშვილზე

ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს – ასე პასუხობს,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე   ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

„დიაგნოზი რომ არ იცით და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი? იმიტომ, რომ ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში კი, არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. დიაგნოზის გარეშე რომ გაქვთ ერთკვირიანი კამპანია აწეული ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე,რომ ამ კამპანიას თავიდან ბოლომდე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.