“ადამიანი, რომელსაც გადასაადგილებად დაჭირდა ეტლი, გაწერეს საავადმყოფოდან. ამაზე მეტი მაჩვენებელი, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რა უნდა იყოს?! გაწერეს პენიტენციურ სამსახურში საავადმყოფოდან ადამიანი, რომელსაც შეუტანეს ეტლი გადასაადგილებლად. ამ რეანომობილში, რომლითაც გადაყვანა ხდებოდა, პირდაპირ უთხრეს, რომ თუ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანის N18 დაწესებულებაში, იქ სადაც უკვე ერთხელ განხორციელდა მისი წამება – ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მდგომარეობისთვის ამის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც წამების გაგრძელება. ნებისმიერი იმ მოვლენის ხელახლა გახსენება და ამ ტიპის შეფარული მუქარა, როგორ შეიძლება დადებითად აისახებოდეს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობაზე”

ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია TV პირველის ეთერში.