ადამიანურად მომიკითხა, შევთანხმდით, რომ ხელოვნური ბარიერი არ იქნება – ხოშტარია კუჭავაზე

“ადამიანურად მომიკითხა, შევთანხმდით, რომ ხელოვნური ბარიერი არ იქნება”- განაცხადა პარტია “დროას” ლიდერმა და პარლამენტში მოშიმშილე  ელენე ხოშტარიამ, კახა კუჭავაზე საუბრისას. დღეს კახა კუჭავა, ელენე ხოშტარიასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად და მოსანახულებლად მივიდა.

“რა თქმა უნდა, მას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი მაინც რჩება, სახეზეა. ამ თემის გადაჭრაზე საუბარი არ გვქონია”, – თქვა ხოშტარიამ კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.