ადმირალ Makarov-ის ჩაძირვა გამანადგურებელი ზიანის მომტანი იქნება რუსეთისათვის – ანალიტიკოსი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზმეინის კუნძულთან რუსეთის შავი ზღვის ფრეგატ ადმირალი Makarov-ი იწვის. ინფორმაციას, ავრცელებს როგორც უკრაინული მედია ასევე, Forbes-ი,  Euro News Weekly-ი და უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო. ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე განმარტავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ადმირალ Makarov-ი და რატომ არის მისი ჩაძირვა “გამანადგურებელი”.

”ადმირალი Makarov-ი შესაძლოა ითქვას შავი ზღვის ფლოტში ყველაზე თანამედროვე ფრეგატია(შეარაღებაშია 2017 წლიდან) და სარაკეტო კრეისერ სლავას კლასის Moscow-ის ჩაძირვის შემდგომ ფლაგმანის ფუნქციას ითვისებდა ადმირალ Esen-თან და თავად ადმირალ Grigorovich-თან ისინი მიეკუთვნებიან გრიგორევიჩის კლასს, ადმირალ Makarov-ის ჩაძირვის დადასტურების შემთხვევაში ის უფრო დიდი დანაკარგი იქნება სამხედრო თვალსაზრისით, (ადმირალ Makarov-ით ბომბავდნენ Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ქალაქებს) ვიდრე სარაკეტო კრეისერ Moscow-ის ჩაძირვა,მიუხედავდ იმისა რომ ფლაგმანი Moscow-ი რომლის ძირითად ფუნქცია იყო საზღვაო ბრძოლების გამართვა სარაკეტო კრეისერებისა და ავიამზდიების განადგურებაც კი (რუსები ასე თვლიდნენ ყოველ შემთხვევაში) გაცილებით ძვირი ღირდა და გაცილებით დიდი საცეცხლე ძალა იყო ომის მიმდინარეობის დინამიკიდან თუ ვიმსჯელებთ ადმირალ Makarov-ს უფრო ფართოდ იყენებდნენ რუსები ვიდრე სარაკეტო კრეისერ Moscow-ს…

უკრაინულმა Bayraktar TB-2 უპილოტო დრონებმა კუნძულ ზმეინზე რუსული საჰაერო თავდაცვის საზენოტო სარაკეტო სისტემები გაანადგურა, შემდეგ კი ზღვაში უფრო ღრმად სანადიროდ წავიდნენ მანამდე რუსები აწარმოებდნენ საზღვაო ბაზის მოწყობას და პლაცდარმის შექმნას ოდესის ოლქში ზატოკის ხიდის მიმართულებიდან დნესტრიპირეთში შესაჭრელად). ორშაბათს TB-2-მა ლაზერით მართვადი ბომბებით გაანადგურა რუსული სწრაფმავალი Raptor-ის კლასის კატარღები, რის შემდგომაც შესაძლებელი იყო რომ როგორც ადმირალ Moscow-ის ჩაძირვის დროს მოხდა როდესაც უპილოტო დრონებით ერთობილივი ოპერაცია უკრაინის საზღვაო ძალებმა ბრწიყნვალედ შესრულეს, მათ გემის სარადარო სისტემა მწყობრიდან გამოიყვანეს და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ჩაძირეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისი Moscow-ი , იგივე სცენარით შესაძლოა დააზიანეს ადმირალი Makarov-იც…

შავი ზღვის ფლოტისათვის ადმირალ Makarov-ის ჩაძრივა გამანადგურებელი ზიანის მომტანი იქნება რუსეთისათვის, დესანტის გადასხმა ოდესის მიმართულებაზე აუხდენელ ოცნებად დარჩება, რაც შეეხება დნესტრიპირეთში ვითარების ესაკალაციას, ამისათვის პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი ყოვედღიურად კარგავს ამის ეფექტურად განხორციელების მცირე შესაძლებლობსაც კი” – აცხადებს რუსლან შავაძე.