ავარია ქუთაისში – დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

ქუთაისში, რიონის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.