ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია – ეთიკის ქარტია

ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა ე.წ. კაწროს ცოლის, ნათია რუხაიას საჩივარი განიხილა. რუხაიამ ქარტიას მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართა.

ქარტიამ დაასკვნა, რომ გვარამიამ ქარტიის პირველი, სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

რუხაია ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა ქარტიის საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი, ნათია რუხაია სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი შესაძლოა ბილანიშვილი ყოფილიყო.

მთავარი არხმა 8 ივლისს, დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართის სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. კადრებით საქმეში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი გამოჩნდა.

ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარმა არხმა ივარაუდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების დასაბუთებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს