“პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე – რომც იყოს ავთენტური, აქ, ბუნებრივია, არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერზე. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ერთმანეთს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვის ესაუბრებიან.