ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ – ნიკა გვარამია

„ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ“, – „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია იმ ამბავს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იუბილარმა, დაბადების დღე გადაიხადა და შაქარაშვილი სწორედ ამ  წვეულებას ემსხვერპლა.

„მთავარი სამთავრობო მესიჯი – „ყველაფერი იმ ჩათლახი გოგოს ბრალია“.და ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ, ბოლო ბოლო, და მკვლელი სპორტსმენები 2 წლიან პირობითს მიიღებენ იდიოტური ბრალდებებით. ყოჩაღ ერო!“, – წერს ნიკა გვარამია.

ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა “- ამ სათაურით “რეზონანსმა” გამოაქვეყნა სტატია. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს  რომლშიც წერია, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება სწორედ წვეულების ორგანიზატორის ბრალია. საზოგადოების დიდ  ნაწილს კი მიაჩნია, რომ წვეულების ორგანიზატორი არაფერ შუაშია და მსგავსი ტიპის სტატიები და გამოხმაურებები ფსიქოლოგიურად დიდ ზიანს მიაყენებს 22 წლის გოგონას და შეიძლება ამან მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს.