აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებებისას – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.

„არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი – სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“- განაცხადა  მევლუთ ჩავუშოღლუმ.