აზერბაიჯანსა და საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, აზერბაიჯანსა და საბერძნეთის ერთერთ ქალაქში, სალონიკში, მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება.

კომისიის ცნობით, მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარებაა, რის ფარგლებშიც იკრძალება ნებისმიერი სახის შეკრება.

“გაუქმდა მთლიანი აზერბაიჯანი და საბერძნეთის ერთერთი ქალაქი სალონიკი. ეს უკანასკნელიც წითელ ზონად გამოცხადდა, აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრებმა და ამიტომ ადგილობრივმა მერიამ გვითხრა უარი”,- უთხრა ცესკომ ფორმულას.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერმა გახარიამაც გააკეთა.

“არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია და იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და საბერძნეთშიც მე როგორც ვიცი. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი”,- თქვა გიორგი გახარიამ.