აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციაზე თურქეთი შუამავლობას დათანხმდა

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერუშჩუკის განცხადებით, თურქეთი დათანხმდა რუსეთთან შუამავლობას აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის საკითხზე.

მისი თქმით, ევაკუაციის პირველ ეტაპზე ქარხნიდან მძიმედ დაჭრილებს გამოიყვანენ.

“დავიწყეთ სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. ჩართულია არის წითელი ჯვარი. ისინი რუსებს ხვდებიან. ჩვენ მათთან და გაეროსთან მოლაპარაკებები გავმართეთ და მანდატი მივეცით.

ჩვენ გვინდა, რომ ხელი მოეწეროს დოკუმენტს: ზუსტად როგორ მოხდება ევაკუაცია აზოვსტალიდან, ვემზადებით ხელმოწერისთვის”,– აცხადებს ვერეშჩუკი.

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი დათანხმდა შუამავლობას მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდში.