აზოვსტალიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა – აზოვის ბატალიონი

უკრაინელებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს.

პალმარი აცხადებს, რომ  11 საათიდან აზოვსტალში  “სიჩუმის რეჟიმი” მოქმედებს და უკრაინელმა სამხედროებმა 20 ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანა და ევაკუაცია შეძლეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევაკუირბეული მოქალაქეები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე, ზაპოროჟიეში მივლენ.

“შეხვედრის შეთანხმებულ ადგილას 20 მშვიდობიანი მოქალაქე მივიყვანეთ, რომლებიც ნანგრევებიდან გადავარჩინეთ. ისინი ქალები და ბავშვები არიან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანები ზაპოროჟიამდე, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მიაღწევენ”. – თქვა პალამარმა.