„აზოვსტალის“ გვირაბებში აღმოჩენილი 152 სამხედრო მოსამსახურის ცხედარს უკრაინას გადავცემთ – რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალ – მაიორი იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ  საპორტო ქალაქ მარიუპოლში მდებარე  „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის მიწისქვეშა გვირაბებში, 152 „ბოევიკისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს. ასევე მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების ცხედრებს უახლოეს მომავალში უკრაინის წარმომადგენლებს გადასცემენ. 

„პროვოკაციის მიზანი ცხედრების განზრახ განადგურებაში რუსეთის დადანაშაულება და ამ გზით კიევის რეჟიმის და პირადად ზელენსკის პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენა იყო“, – განაცხადა გენერალ – მაიორმა.