“აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის შედეგად რუსეთის დანაკარგები იზრდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ “სანამ აზოვსტალში უკრაინელების წინააღმდეგობა გრძელდება რუსეთის დანაკარგები გაიზრდება”. ამის შესახებ შესაბამისი განცხადებს Twitter-ზე ვრცელდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სამხრეთ დონბასში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

“რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებების მიუხედავად, რომ აზოვსტალზე, რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლში სახმელეთო შეტევებს განაგრძობენ. რუსეთის ქვედანაყოფების მხრიდან აზოვსტალის აღებისა და მარიუპოლის ოპერაციის დასრულების მცდელობები, 9 მაისს “გამარჯვების დღეს” უკავშირდება. ვლადიმირ პუტინს მარიუპოლში სიმბოლური გამარჯვების მიღწევა სურს. მოსკოვის მხრიდან მსგავსს ქმედებებს პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგი ახლავს თან. ამასთან ერთად, სანამ აზოვსტალში უკრაინელების წინააღმდეგობა გრძელდება რუსეთის დანაკარგები გაიზრდება. მათი მიზნები სამხრეთ დონბასში წარმატებას ვერ მიაღწევს”. – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.