“აზოვსტალის ქარხანა დაინგრევა” – ოკუპირებული დონეცკის ე.წ ხელმძღვანელი

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ აპირებს აზოვსტალის ქარხნის დანგრევას. მისი თქმით, ის აშენების დღიდან აბინძურებდა გარემოს, ამიტომ ამ ტერიტორიაზე სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, მალე მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებულ ძალები გამოჩნდებიან, რომლებიც მის დეოკუპაციას შეძლებენ, რუსები კი ანგრევენ უკრაინისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ კომპლექსს.

“მათ სურთ, წაშალონ უკრაინელი სამხედროების გმირობის ყოველგვარი შეხსენება. ოკუპანტები არ არიან დაინტერესებულნი მარიუპოლის აღდგენით და განვითარებით. მათთვის ეს მხოლოდ ყირიმის დერეფნის ტერიტორიაა.

რატომ არის ეს საწარმო მნიშვნელოვანი? უნიკალური სრული ციკლის მეტალურგიული კომპლექსი – 10 ათასი სამუშაო ადგილი, მილიარდობით დოლარის შემოსავალი, 7 ათასი ტონა მაღალი ხარისხის ფოლადი, 6 მილიონი ტონა რკინა, 4.5 მილიონი ტონა ლითონი.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხნიდან 16 მაისიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია ხორციელდება. რუსეთის განცხადებით, ქარხანა 959-მა ჯარისკაცმა დატოვა. უკრაინა გეგმავს, ისინი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.